მე-19 საუკუნიდან ხაშურში ფეხს იკიდებს მანუფაქტურული მეურნეობა, მისმა განვითარებამ მოითხოვა სარკინიგზო მშენებლობის გაფართოება. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხაშურზე გაიარა რკინიგზამ(1872 წელი),გაიხსნა რკინიგზის სადგური,რომლის მახლობლადაც მდებარეობდა ნავთსაქაჩი,რომლითაც მარაგდებოდა სარკინიგზო ქსელი,რონოდების გამწევ ძალად გამოიყენებოდა ორთქლმავალი,რომლის ნიმუშია სწორედ "ფერელა".
1886წლის 31 დეკემბერს დაიწყო წიფის გვირაბის მშენებლობა,მთავარ სამუშაოთა მწარმოებული იყო პოლონელი ინჟინერი ფერდინანდ რიძევსკი,გვირაბის სიგრძეა 3399 მეტრი,იგი ექსპლუატაციაშიშევიდა 1890 წლის სექტემბერში,ამ მოვლენასთან დაკავშირებით გამოშვებული მედალიონი მხოლოდ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.
მე-19 საუკუნის 90-იანი წლებისათვის ხაშურში გაიხსნა რკინიგზის ორკლასიანი სასწავლებელი,სადაც ისწავლებოდა:ღვთისმეტყველება,რუსული ენა,არითმეტიკა,გეომეტრია,ისტორია,ბუნებისმეტყველება,გეოგრაფია,წერა,ხაზვა,ხატვა,სიმღე
რა;რასაც ადსტურებს მუზეუმში დაცული მოწმობა-სასწავლებლის დამთავრების შესახებ გამოცემული გლეხის შვილ არჩილ დიმიტრის-ძე გიორგაძის სახელზე და საკლასო ჟურნალი,მალე ჩნდება ხაშურში გიმნაზია და რაიონის პირველი მასწავლებელი ალექსანდრე ნათაძე.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEh3zRPMrHqaQpeURDZf54sAdnAKLcKUqMIaKzfmOroKdZRfW9__bOVK93rIQ0-oFHQ716af5oC66xtHDm93T03Zpd1bcPVfnP_K6M8qqQ6fN7r9MdzKf598LekWQ6JcAZiPx98asNf_tg8/s400/4.jpeg)
1935-36 წლების სეზონზე ხაშურში შეიქმნა სახელმწიფო თეატრი (პირველი დირექტორი აფხაზავა,დამდგმელი რეჟისორი ჯავახიშვილი).სამამულო ომის დაწყებამდე დასმა 30 პიესა დადგა.
ხაშური საქართველოს საზოგადოებრივი მოძრაობის ფერხულშიც ჩაება.1905-07 წ.წ.რევოლუციის წინ დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო მიხაილოვოს რკინიგზის მუშათა გრანდიოზული გაფიცვა 1903 წლის 14 ივნისს,მოხდა საშინელი სისხლისღვრა,მოკლე 14 და დაჭრეს 16 მუშა,ხაშურელმა მუშებმა პირველებმა ააფრიალეს დროშა და შემოიარეს მთელი მოსახლეობა ძახილით "ძირს თვთმპყრობელობა".
1905-07 წლწბის პერიოდში მიხაილოვოში მოქმედებდა რსდმპ ხაშურის ორგანიზაცია,რომელსაც ჰქონდა არალეგალური სტამბა სოფელ თაგვეთთან ახლოს,სადაც იბეჭდებოდა რევოლუციური პროკლამაციები და სააგიტაციო ფურცლები.
რევოლუციის შემდეგ ხაშურში გაძლიერდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა,1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოცხადდა დამოუკიდებლად და ამ ფაქტის აღმნიშვნელი აქტის ასლი და ღერბის ნიმუშიც დაცულია მუზეუმში.
ხაშურში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები
წინამდებარე თავში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ხაშურის ქალაქის ტიპის დასახლებად ჩამოყალიბება მასთან მიმდებარე სოფლების-შინდარის, გორათის და ზემო ჭალის მიერთების შემდეგ მოხდა. ეს სოფლები საკუთრივ ხაშურზე ძველნი არიან და ქალაქის ისტორიის ათვლა სწორედ მათი ისტორიით იწყება.
ხაშურის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონომეტრაჟი” შინდარის ბრძოლით” იხსენება.
1260 წელს საქართველოს მეფე დავით ულუ მონღოლებს აუჯანყდა. დეკემბერში დავით ულუს ლაშქარს და მონღოლებს შორის მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. ამ ბრძოლის ადგილს ქართული ისტორიოგრაფია არასწორად არგებდა გასაღებს. ჟამთააღმწერელის მონათხრობით ბრძოლა მოხდა შინდარას გორისას”. როდესაც ივ. ჯავახიშვილი შეეხო აღნიშნულ საკითხს, მან ბრჭყალების გახსნას თავი აარიდა და უცვლელად გაიმეორა მემატიანის ციტატა. “ შინდარას გორისას” ქართველი ისტორიკოსების დიდმა პლეადამ-ნ. ბერძენიშვილმა 1958 წელს გამოცემულ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, შ. მესხიამ, დ. გ პროფესორმა დ. გვრიტიშვილმა წიგნში “ ნარკვევები საქ-ს ისტორიიდან” (XIII-XIV) და სხვებმა, გააიგივეს გორის შინდარასთან.
პირველი კითხვის ნიშანი ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად დასვა პროფ. ე. მამისთვალაშვილმა. “საინტერესოა, რომელი გეოგრაფიული პუნქტი იგულისხმევა“ შინდარის გორისაში”, აქ უნდა იგულისხმებოდეს ისტორიული დოკუმენტებით შინდარაში დაფიქსირებული ორი გორა.
ხაშურელი ისტორიკოსი თ. ლაცაბიძე დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და ვრცელი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დაასკვნა: ბრძოლა უნდა მომხდარიყო ხაშურისა და არა გორის სანახებში ასევე ხაშურელი ისტორიკოსი გ. იმერლიშვილი აღნიშნავს
„მდინარე შოლაზე დამარცხებულ მონღოლ მოწინავეებს მესხები გორამდე ვერ გაედევნებოდნენ. მიგვაჩნია, რომ ბრძოლა უნდა მომხდარიყო ჩვენს რაიონში, კერძოდ შინდარაში.“
ამჯერად შევეხოთ თვით ბრძოლის მსვლელობას: 1260წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყდა დავით გიორგის ძე (ულუ), რომელმაც უარი თქვა მათთან ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე და სამცხეში გადავიდა სარგის ჯაყელთან. ფეოდალთ გარკვეული ნაწილი მონღოლებს მიემხრო. მონღოლთა ყაენმა დავით ულუს წინააღმდეგ წარმოავლინა არღუნ 20ათასი მხედარით, მეფემ კი შეკრიბა 8 ათასიანი ლაშქარი- ძირითადად მესხები, შავშ- კლარჯნი და დადგა მტკვრის პირას. პირველი შეტაკება მოხდა მდ. შოლის პირას (ახალდაბა- ტაშისკრის სანახები). ქართველებმა მონღოლები დაამარცხეს და გააქციეს. ამ უკანასკნელთ თავი არღუნის დაბანაკების ადგილს- შინდარას შეაფარეს. მონღოლთა მხედართმთავარი გაბრუნებას აპირებდა. იგი მოღალატე ქართველებს შეუჩერებიათ.
არღუნი რომ გორის შინდარას მდგარიყო, ჟამთა აღმწერელი ვერ იტყოდა “ თათართა რაზმი მახლობლად მდგომარე იყო”, აქედან დასკვნა- მონღოლები მდგარან ხაშურის შინდარას.
მეორე ბრძოლა სწორედ აქ, ხაშურის შინდარაში გაიმართა- სარგის ჯაყელი თავისი მცირერიცხოვანი ჯარით მტკვრის ხეობიდან გამოვიდა და მონღოლებზე პირდაპირ მიიტანა იერიში. თავდაპირველად ქართველები მძლავრობდნენ, მონღოლებმა ჩვეულ ხერხს მიმართეს- ლაშქრის ნაწილი ჩაასაფრეს, მეორე ნაწილი კი ქართველების თვალის ასახვევად ბრძოლის ველიდან გაიქცა. როდესაც ჩასაფრებულებს გასცდნენ, უკან მობრუნდნენ და ქართველებს შეუტიეს. მონღოლებმა გაიმარჯვეს. სარგისმა მცირე ამალით უშველა თავს და აწყურში მეფესთან მივიდა.
ივ. ჯავახიშვილი დამარცხების მიზეზად სარგის ჯაყელის მიერ დაშვებულ შეცდომას მიიჩნევს. უფრო მიზანშეწონილი იყო სარგისი ტაშისკრის ვიწროებში გამაგრებულიყო და იქ შეეტყუებინა მტერი. ამის სანაცვლოდ ქართველთა მთავერსარდალმა ბრძოლის ადგილად გაშლილი ადგილი აირჩია, რამაც მარცხი განაპირობა.
XIII საუკუნის 60–იან წლებიდან მოყოლებული XIX საუკუნის II ნახევრამდე ხაშურის ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე ისტორიული დოკუმენტები დუმან, მხოლოდ ერთ დეტალზე შეგვვიძლია ვისაუბროთ. მთელი XIII საუკუნის მანძილზე ქართლისთვის მოუშორებელ ჭირად იქცა ე. წ. ლეკიანობა. ეს მძიმე სენი ხაშურის რაიონის მოსახლეობამაც იგემა. მოსახლეობის ნაწილი ლეკებთან ბრძოლაში დაიღუპა, ნაწილი ლეკებმა წაიყვენეს, ნაწილი მამა- პაპეულ ადგილებიდან უფრო უსაფრთხო ადგილებში გაიხიზნა. XVIII ს-ის 60-იან წლებში ჯერ თეიმურაზ II, შემდეგ ერეკლე II ხელს უწყობდნენ ხაშურის და მისი ამჟამინდელი სოფლების ხელახლა ათვისებას. მოსახლეობა ძირითადად სამცხე ჯავახეთიდან გადმოჰყავდათ. მოსახლეობის მცირე ნაწილი გადმოვიდა იმერეთიდან. ხაშურის ტერიტორიის ინტენსიური ათვისება XIX ს-ის დასაწყისიდან დაიწყო. ახლა უკვე არა მარტო სამცხე-ჯავახეთიდან გადმოდის მოსახლეობა, არამედ განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ზემო იმერეთიდან მოსახლეობის გადმოსვლამ და აქ დასახლებამ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხაშურის დღევანდელი ტერიტორია ძირითადად იმერეთიდან ჩამოსახლებული ქართველობითაა დასახლებული. ამიტომაც ხაშურის გვაროვნული ფონდის უმეტესობა იმერული წარმოშობისას.
ხაშურის ზრდა-განვითარება დააჩქარა საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო ხაზს წარმოადგენდა თბილისი–ფოთის რკინიგზა, რომელიც ხაშურზე გადის. მისი მშენებლობა დაიწყო 1862 წლის 1 მაისს. 1872 წ. ოქტომბერში კი ფოთიდან თბილისში ჩავიდა პირველი მატარებელი.