ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტერალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900-1000 მ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდოებების განშტოება. დასავლეთიდან ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთით მთისწინეთი. სამხრეთიდან თრიალეთის ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდოებები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ ველამდე.1801 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს შეერთების შემდეგ, 1917 წლამდე ახლანდელი ხაშურის რაიონის ტერიტორია თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა. 1921 წლიდან საქართველოს ახალი ადმინისტრაციულ_ტერიტორიული დაყოფის მიხედვით ისევ გორის მაზრაშია., ხოლო 1930 წლიდან დამოოუკიდებელ რაიონს წარმოადგენს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ქარელის, დასავლეთით ხარაგაულის და ბოჯომის, ჩრდილოეთით საჩხერის და ქარელის, ხოლო სამხრეთით ბორჯომის რაიონები.ხაშურის რაიონი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კვ კილომეტრია და საქართველოს მთლიანი ფართობის მხოლოდ 0,84 პროცენტს შეადგენს. იგი ვრცელდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 37, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 22 კილომეტრზე. რაიონის საზღვრების საერთი სიგრძე 118 კილომეტრია. რაიონში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. რაიონის რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს რაიონს. ნაწილი მისი შენაკადებისა თრიალეთის. ხოლო ნაწილი ლიხის ქედებიდან ჩამოედინებიან. რაიონის მცენარეულთა საფარი მრავალფეროვანია სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრფებული მუნიციპალიტეტი შედგება 13 ტერიტორიული ერთეულისგან. მათ შორის არის ერთი ქალაქის (ხაშური), ერთი დაბის (სურამი) და 11 სოფლის ტერიტორიული ერთეული (ალი, გომი, ოსიაური, ფლევი, ქვიშხეთი, ცოცხნარა, ცხრამუხა, წაღვლი, წრომი, ხალები, ხცისი), ხაშურის რაიონში მოსახლეობა 65 ათასამდეა. მისი ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა ქართველები არიან, ცხოვრობენ აგრეთვე სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები და სხვა.მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი 1921 წლიდან ქალაქი ხაშურია. იგი პირველად 1693 წლით დათარიღებულ დოკუმენტში გვხვდება. დოკუმენტი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხაშური როგორც დასახლებული პუნქტი უფრო ადრეც არსებობდა. ვიდრე ეს წერილობით წყაროებშია დაფიქსირებული. XVIII საუკუნის ბოლოს იოანე ბატონიშვილის “კალმასობის” მიხედვით. ხაშური საშუალო სოფელია. აქ დგას მაღალი კოშკი. აგრეთვე წმინდა .მარინეს ეკლესია.ქალაქის ტიპის დასახლებას ხაშურში საფუძველი XIX საუკუნის 60_იანი წლებიდან ჩაეყარა., რასაც ხელი შეუწყო საქართველოში რკინიგზის გაყვანამ. მთავარი სარკინიგზო ხაზი _ ფოთი_თბილისი _ ხაშურზე გადიოდა: აქვე გაიხსნა რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებიც ერთ_ერთ დიდ საწარმოებს წარმოადგენდა ამიერკავკასიის მაშტაბით. ამ პერიოდთან ხაშური ჩამოყალიბდა რკინიგზის მნიშვნელოვან კვანძად, რამაც ხელი შეუწყო მის ქალაქად გარდაქმნას.ხაშურის მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა მასზე გამავალი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები საქართველის ნებისმიერ რეგიონთან უმოკლეს დროში დაკავშირების საშუალებას იძლევა.
|
ხაშურის გეოგრაფია
Subscribe to:
Posts (Atom)